თეგი: რუსეთ-უკრაინია ომი

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება იგივე, რაც NATO-ს რომელიმე წევრისთვის

კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია მოკავშირეებთან ერთად განიხილავს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, თუმცა ეს გარანტიები არ იქნება იგივე, რაც ტრანსატლანტიკური ალიანსის წევრისთვის. გერმანულ ტელეარხ ARD-სთან ინტერვიუში „ჩვენ ახლო მეგობრებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საკითხს, რაც შეგვიძლია. ეს არის მიმდინარე პროცესი. მკაფიოა, რომ ეს ისეთივე არ იქნება, როგორც NATO-ს რომელიმე წევრისთვის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

რუსეთი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმსა და კრასნოდარის მხარეში დრონებით შეტევა იყო

რუსეთის მტკიცებით, დრონებით თავდასხმა აღკვეთა ყირიმის ნახევარკუნძულსა და კრასნოდარის მხარეში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ნფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“ შავი ზღვის აკვატორიის თავზე, ყირიმის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან და კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეს რაიონში. ტუაფსეს ადმინისტრაციის განცხადებით, დრონის ჩამოგდებას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. სხვა წყაროებით ინფორმაცია ჯერჯერობით გადაუმოწმებელია. ამასთან, დღეს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ტუაფსეს პორტის აკვატორიაში გემების მიმოსვლა აიკრძალება. მიზეზად დასახელებულია ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის წვრთნები. 21 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ყირიმის ტერიტორიის და შავი ზღვის აკვატორიის თავზე გაანადგურეს თვითმფრინავის ტიპის 19 უპილოტო საფრენი აპარატი. რომელ რაიონებში და მოჰყვა თუ არა ნგრევა ან მსხვერპლი, დაკონკრეტებული არ ყოფილა. 21 სექტემბერს, რამდენიმე უკრაინულმა გამოცემამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით დაწერა, რომ ანექსირებულ ყირიმზე შეტევა უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით „ნეპტუნი“ ძლიერი დარტყმა მიაყენეს საკის სამხედრო აეროდრომს.